top of page

პოსტფორმირებული სამუშაო ზედაპირი სტანდარტული ფორმატით :

მთლიანი 3650მმ*600მმ*28მმ  

ზომის ნახევარი: 1800მმ*600მმ*28მმ

იყიდება როგორც ცალებში ასევე გრძივი მეტრით: 1000მმ*600მმ*28მმ

  • შესაძლებელია შეკვეთით დამზადეს არასტანდარტული სიგანით (40სმ-დან 120 სმ-მდე) ან/და  რამოდენიმე  კიდის პოსტფორმირებით;
  • არასტანდარტული შეკვეთების დამზადების სტანდარტული ვადა არის 10 სამუშაო დღე, თუმცა დატვირთულ პერიოდებში შეიძლება ეს ვადა შეიცვალოს.

ზედაპირის დასამზადებლად გამოიყენება:

  • მერქან-ბურბუშელოვანი ფილა (ე.წ. "დ.ს.პ.) 28 მმ; (სტანდარტულ შემთხვევაში) ასევე 30 მმ და 36/38მმ სისქით; ან 36მმ სისქით -მერქან ბოჭკოვანი (მდფ) ფილა - შეკვეთით;
  •  HPL (მაღალი წნევის ლამინატი) - 0,5მმ სისქით, პოსტფორმირებადი , რომელიც მეტი გამძლეობის მიზნით დაფარულია სპეციალური უხილავი დამცავი ფენით - "overley";

ნედლეულის მომწოდებლებს გავლილი აქვთ შესაბამისი სერთიფიცირების პროცესი და  შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან - თავსებადია საკვებ პროდუქტებთან შეხებისას; არ აქვს ფორები და სრულიად ჰიგიენურია; მარტივია მოსავლელად ჰიგიენური მოვლის, სამზარეულოში გამოყენებად ყოველდღიური საშუალებებით.

სწორი მოპყრობისა და მონტაჟის პირობებში კარგად გემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში. ძირითადი შენიშვნები:

  • უნდა იყოს დამუშავებული HPL-ით დაუფარავი ადგილები - გვერდები და ამოჭრის ადგილები, რათა მერქან-ბურბუშელოვან ფილაში წყალი არ შევიდეს);
  • საკვები პროდუქტების დასაჭრელად უნდა გამოიყენოთ სპეციალური დაფა, რათა ბასრი საგნებით პირდაპირ ზედაპირზე არ მოხდეს ზემოქმედება;
  • ცხელ საგნებთან მედეგობა  - 180 გრადუსი. ქურიდან გადმომდგარი. გავარვარებული ქვაბი ან ტაფა პირდაპირ სადგამის გარეშე არ უნდა დაიდგას ზედაპირზე ან (გამოუვალ შემთხვევაში) დაიდგას ძლიან მოკლე დროით, მაშინვე უნდა მონახოთ სადგამი და გადადგათ სადგამზე;

ზედაპირი/სამუშაო დახლი (Worktop; Столешница; ) №79 ხის ეფექტით, პრიალა

GEL160.00Price
    • Facebook
    bottom of page