პოსტფორმირებული სამუშაო ზედაპირი სტანდარტული ფორმატით :
მთლიანი 3650მმ*600მმ*28მმ
ზომის ნახევარი: 1800მმ*600მმ*28მმ
იყიდება როგორც ცალებში ასევე გრძივი მეტრით: 1000მმ*600მმ*28მმ
- შესაძლებელია შეკვეთით დამზადეს არასტანდარტული სიგანით (40სმ-დან 120 სმ-მდე) ან/და რამოდენიმე კიდის პოსტფორმირებით;
- არასტანდარტული შეკვეთების დამზადების სტანდარტული ვადა არის 10 სამუშაო დღე, თუმცა დატვირთულ პერიოდებში შეიძლება ეს ვადა შეიცვალოს.
ზედაპირის დასამზადებლად გამოიყენება:
- მერქან-ბურბუშელოვანი ფილა (ე.წ. "დ.ს.პ.) 28 მმ; (სტანდარტულ შემთხვევაში) ასევე 30 მმ და 36/38მმ სისქით; ან 36მმ სისქით -მერქან ბოჭკოვანი (მდფ) ფილა - შეკვეთით;
- HPL (მაღალი წნევის ლამინატი) - 0,5მმ სისქით, პოსტფორმირებადი , რომელიც მეტი გამძლეობის მიზნით დაფარულია სპეციალური უხილავი დამცავი ფენით - "overley";
ნედლეულის მომწოდებლებს გავლილი აქვთ შესაბამისი სერთიფიცირების პროცესი და შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან - თავსებადია საკვებ პროდუქტებთან შეხებისას; არ აქვს ფორები და სრულიად ჰიგიენურია; მარტივია მოსავლელად ჰიგიენური მოვლის, სამზარეულოში გამოყენებად ყოველდღიური საშუალებებით.
სწორი მოპყრობისა და მონტაჟის პირობებში კარგად გემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში. ძირითადი შენიშვნები:
- უნდა იყოს დამუშავებული HPL-ით დაუფარავი ადგილები - გვერდები და ამოჭრის ადგილები, რათა მერქან-ბურბუშელოვან ფილაში წყალი არ შევიდეს);
- საკვები პროდუქტების დასაჭრელად უნდა გამოიყენოთ სპეციალური დაფა, რათა ბასრი საგნებით პირდაპირ ზედაპირზე არ მოხდეს ზემოქმედება;
- ცხელ საგნებთან მედეგობა - 180 გრადუსი. ქურიდან გადმომდგარი. გავარვარებული ქვაბი ან ტაფა პირდაპირ სადგამის გარეშე არ უნდა დაიდგას ზედაპირზე ან (გამოუვალ შემთხვევაში) დაიდგას ძლიან მოკლე დროით, მაშინვე უნდა მონახოთ სადგამი და გადადგათ სადგამზე;
ზედაპირი/სამუშაო დახლი (Worktop; Столешница; ) №79m ხის ეფექტით, მქარქალი
GEL160.00Price