Acerca de

We Are Hiring!
შპს „ავანგარდი“ აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ზედაპირების ხელოსნის პოზიციაზე.
შპს „ავანგარდი“ ეწევა მაგიდის ავეჯის ზედაპირების (ე.წ „სტალიჩნიცების) დამზადებასა და რეალიზაციას საქართველოში, რისთვისაც იყენებს მერქან-ბურბუშელოვან და მერქან-ბოჭკოვან ფილებსა და ახდენს მათ ლამინაციას HPL ფილებით. კომპანიას აქვს 4 მაღაზია და საწარმო. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს მომხმარებლების მოთხოვნებს, რისთვისაც მას უხდება აწარმოოს სხვადასხვა ზომის (სისქე, სიგანე) სტანდარტული პროდუქტი და ასევე, მომხმარებლებისგან სისტემატიურად იღებს არასტანდარტული ზომისა და ფორმის დეტალების შეკვეთებს.
ხელოსნის ფუნქცია - მოვალეობები გულისხმობს არასტანდარტული ზედაპირების დამზადებას, რაც მოიცავს:
-
ნახაზის წაკითხვა და გარჩევა;
-
დეტალების შესაფერისი მასალის დაჭრა ზომებად;
-
შესაფერისი ფორმების მიცემა (მოოვალება, ამოჭრა)
-
დეტალების ლამინაცია;
-
დეტალების დაწიბოვება;
ძირითადი მოთხოვნები:
-
მსგავს პოზიციაზე (ავეჯის ხელოსნად) მუშაობის გამოცდილება;
-
პუნქტუალობა, პროდუქტიულობა, ხარისხზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლიანობა.
სასურველია:
-
საავეჯე დანადგარებთან (პრესი, CNC როტერი; დაწიბოვების ....) მუშაობის გამოცდილება;
-
საშუალო-პროფესიული განათლება შესაფერისი მიმართულებით.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
-
სამუშაო დრო დილის 9:30 საათიდან 17:30 საათამდე ყოველ დღე გარდა კვირისა და სადღესასწაულო/გამოსასვლელი დღეებისა; შესვენება
-
გამოსაცდელი ვადა ორი კვირა;
-
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამომუშავების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ,
შეავსოთ განაცხადი ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით (შესავსები ფორმა) ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ 596 70 30 10
ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი ინფორმაცია მაილზე: office@avangardi.com.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
Let’s Work Together
Get in touch so we can start working together.
Your content has been submitted
Your content has been submitted
Your content has been submitted
Your content has been submitted
An error occurred. Try again later
An error occurred. Try again later
An error occurred. Try again later
An error occurred. Try again later
An error occurred. Try again later